ADOS-2 აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების მეთოდი( განრიგი)
Georgiano
ოფიციალური,საერთაშორისო კლინიკურია კრედიტაციის კურსი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აუტიზმის დიაგნოსტიკური დაკვირვების მეთოდის (განრიგის) - ADOS-2 სპეციალიზებულ ტრენინგ კურსზე. კურსის წამყვანია დოქტორი ამაია ჰერვასი, აუტისტური სპექტრის აშლილობების(ASD) შეფასების საერთაშორისო ექსპერტი, ADI-R და ADOS-2 დიაგნოსტიკური ინტერვიუების აკრედიტებული ტრენერი. Newcastle University of London (UK) University of Corporation (UK).
ADOS-2 არის სტანდარტიზებული, ნახევრად სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციისა და წარმოსახვითი თამაშის (ან მასალების გამოყენების) შესაფასებლად ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში. მეთოდი გამოიყენება, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე (ASD) პირებთან ასევე აუტისტურ სპექტრთან დაკავშირებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მეთოდის აპლიკაციას ავსებს ADI-R (Autism Diagnostic Interview - Revised), ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც ტარდება მშობლებთან აუტიზმის ძირითადი სიმპტომების შეფასების სისტემატიზაციის მიზნით. მათი სირთულის მაღალი დონის გათვალისწინებით, ორივე ინსტრუმენტის ადმინისტრირება მოითხოვს სპეციფიკურ და აკრედიტებულ ტრენინგს.
კურსის მიზნები
- სპეციალისტებისთვის ADOS-2-ის სწავლება კლინიკური შეფასებისა და კვლევითი დანიშნულებით გამოყენებისთვის.
- ADOS-2 ინტერვიუს კოდირებისა და ადმინისტრირების უნარების განვითარება.
- ტრენინგის ხარისხის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტის და სამეცნიერო სიმკაცრის შესაბამისად.
კურსის გავლა შესაძლებელია
- აუტისტურ სპექტრთან (ASD) მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ თავიანთი დიაგნოსტიკური უნარები.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის, ნეიროფსიქოლოგიის, პედიატრიის ან განათლების სფეროს სპეციალისტები რომლებიც კლინიკური შეფასებით არიან დაინტერესებულები.
- მკვლევარებისთვის, რომლებთაც კვლევისთვის ესაჭიროებათ სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტთან დაკავშირებით ტრენინგი.
სასწავლო ფორმატი/მეთოდოლოგია
- ცოცხალი ვირტუალური ფორმატი Zoom-ის საშუალებით.
- აქტიური მონაწილეობა და დასწრების კონტროლი.
- წინასწარ გაგზავნილი მასალა (სახელმძღვანელოები, პროტოკოლები და ვიდეოები).
- რეალური შემთხვევების განხილვა და ლაივ კოდირება.

კოდირების და დიაგნოსტიკური ალგორითმი.! დრო მოცემულია საქართველოს დროით.
კურსი შედგება სამი ინტენსიური სესიისგან, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკას და შემთხვევის განხილვას.
პარასკევი, 2025 წლის 18 ივლისი
13:30 წინასწარი კავშირი კამერებისა და მიკროფონების მუშაობის შესამოწმებლად.
14:00 მონაწილეთა პრეზენტაცია
ADOS-2 დიაგნოსტიკური ინტერვიუს პრეზენტაცია.
T, 1-ლი,მე- 2, მე-3, და მე- 4 მოდულების და მათი შესაბამისი ალგორითმების ზოგადი გაცნობა და აღწერა.
ADOS-2: მოდული T და მოდულები 1-ლი და მე -2. მოდულების აპლიკაციის პრეზენტაცია და ფორმატი.
16:00 შესვენება.
17:00 ვიდეოების ნახვა T, 1- ლი და/ან მე-2 მოდულები, დისკუსია ტრენერთან.
კოდირების და დიაგნოსტიკური ალგორითმი.
19:00 შესვენება.
19:30 ვიდეოების ნახვა T, 1-ლი და/ან მე-2 მოდულები, დისკუსია ტრენერთან.
კოდირების და დიაგნოსტიკური ალგორითმი.
22:30 დასასრული.
შაბათი, 2025 წლის 19 ივლისი
14:00 მე-3 და მე-4 მოდულების აპლიკაციის პრეზენტაცია. მე- 3 ან მე-4 მოდულიდან ვიდეოს კოდირება.
16:00 შესვენება
17:00 მე-3 და მე-4 მოდულების აპლიკაციის პრეზენტაცია და ფორმატი.
მე-3 და/ან მე-4 მოდულების ვიდეო კოდირება.
19:30 შესვენება.
20:00 მე-3 ან მე-4 მოდულების ვიდეოების ნახვა, დისკუსია ტრენერთან.
კოდირების და დიაგნოსტიკური ალგორითმი.
T მოდულის გამოყენება და კოდირება (Noa-დან).
22:30 დასასრული.
კვირა, 2025 წლის 20 ივლისი
14:00 მონაწილეების მიერ ტრენერთან ერთად პირდაპირი ინტერვიუს გამოყენება.
კოდირებისა და დიაგნოსტიკური ალგორითმის განხილვა.
T მოდულის გამოყენება და კოდირება (Noa-დან). დიაგნოსტიკური ალგორითმი. კოდირების განხილვა.
16:00 შესვენება.
16:30 მონაწილეების მიერ ტრენერთან ერთად პირდაპირი ინტერვიუს გამოყენება.
კოდირებისა და დიაგნოსტიკური ალგორითმის განხილვა.
T მოდულის გამოყენება და კოდირება (Noa-დან). დიაგნოსტიკური ალგორითმი. კოდირების განხილვა.
19:00 ASD-ისა და მასთან დაკავშირებული დარღვევების დიაგნოსტიკის მიმდინარე კრიტერიუმების პრეზენტაცია DSM5-ში.
ADOS-2 დიაგნოსტიკური ალგორითმების გამოყენება კვლევაში.
ADOS-2-ის მგრძნობელობისა და სანდოობის კვლევები. მიმდინარე კვლევები ADOS-2-ის განახლებისთვის.
19:30 კურსის დასასრული.
*გრაფიკებს შეიძლება ჰქონდეს მცირე ვარიაციები, ისევე როგორც პირდაპირი ინტერვიუს გრაფიკი, რომელიც ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს.
-
ტრენინგი საერთაშორისო ექსპერტისგან
ამ კურსს ხელმძღვანელობს და ასწავლის დოქტორი ამაია ჰერვასი, ASD-ის შეფასებისა და დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძლიერი საერთაშორისო ექსპერტი. მისი გამოცდილება და აღიარება მსოფლიო დონეზე უზრუნველყოფს მაქსიმალური დონის მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებებზე.
-
ADOS-2-ის კლინიკური და კვლევითი გამოყენება
თქვენ შეისწავლით ADOS-2-ის ადმინისტრირებას, კოდირებას და ინტერპრეტაციას, აუცილებელ ინსტრუმენტს ASD-ის შესაფასებლად, რომელიც გამოიყენება როგორც კლინიკურ, ასევე კვლევითი მიზნებისთვის.
-
პრაქტიკული მიდგომა და რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლა.
კურსი აერთიანებს თეორიას რეალური შემთხვევის ანალიზთან და ვიდეო კოდირებასთან, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ცოდნა კონკრეტულ სიტუაციებში და გააუმჯობესოთ თქვენი უნარი ASD-ის შეფასებისას.
-
ოფიციალური აკრედიტაცია ADOS-2-ის გამოყენებისთვის.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ აკრედიტაციას, რომელიც ადასტურებს თქვენს მომზადებას ADOS-2-ის გამოყენებისთვის, რაც შეუცვლელი მოთხოვნაა თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის.
-
სასწავლო მასალა.
თქვენ მიიღებთ 5 მოდულის სახელმძღვანელოს და წვდომას აუდიო-ვიზუალურ მასალაზე, რომელიც აუცილებელია თქვენი მიღებული ცოდნის გასამყარებლად და ინსტრუმენტის პროფესიულ პრაქტიკაში ეფექტური გამოყენებისთვის.
კურსის ფასი
- ამ კურსზე რეგისტრაციის ერთჯერადი ფასი 740 ევროა.
ტექნიკური რეკომენდაციები
- მნიშვნელოვანია: სასწავლო პროცესში მაქსიმალური ჩართულობისთვის ჩვენ გირჩევთ:
- გქონდეთ სტაბილური ინტერნეტი (სასურველია სადენიანი, WiFi -ს ნალებად ვუწევთ რეკომენდაციას).
- გამოიყენეთ კომპიუტერი დიდი ეკრანით (მოერიდეთ მობილურ მოწყობილობებს ან პატარა ეკრანის მქონე პლანშეტებს).
- ჩაერთეთ წყნარი ადგილიდან, თავი აარიდეთ ხმაურიან გარემოს რათა შეინარჩუნოთ ყურადღების კონცენტრაცია.
- კამერა უნდა იყოს ჩართული, კარგად განთავსებული (წინა ნათელი ხედი, კარგი განათება).
- წინასწარი სატესტო ჩართვა: დაწყების დღეს, ნახევარი საათით ადრე, ჩატარდება ტექნიკური გადამოწმების სესია.
- შენიშვნა: საჭიროა აქტიური დასწრება ღია კამერით და აუდიოს მოსმენა დებატების დროს ან კოორდინატორის მოთხოვნისას.
ანგარიშწორება/ბილინგი
- კურსზე დარეგისტრირებამდე გარკვეული გქონდეთ, ვინ განახორციელებს გადახდას. უნდა იცოდეთ, ამას თავად აკეთებთ, თქვენი სამუშაო ორგანიზაცია, თუ დაფინანსების სხვა წყაროს მეშვეობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პლატფორმაზე რეგისტრაციისას ბილინგის ინფორმაციის სწორად შეყვანისთვის.
- თუ თქვენ პირადად იხდით თქვენი რეგისტრაციის თანხას, უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ბილინგისთვის. თუ თქვენი ორგანიზაცია ან დაფინანსების სხვა წყარო იხდის თქვენს რეგისტრაციის თანხას, თქვენ უნდა მიუთითოთ იმ კომპანიის საგადასახადო ინფორმაცია რომელიც აფინანსებს თქვენს რეგისტრაციას.
- გადახდის განხორციელების შემდეგ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ინვოისი თქვენი IGAIN CAMPUS ანგარიშიდან, მიუხედავად იმისა, ეს თქვენი პირადი ინვოისია თუ კომპანიის.
- ინვოისში შემდგომი ცვლილებები არ განხორციელდება მისი გაცემის შემდეგ. თუ ცვლილება აუცილებელია, პროცესისთვის საჭიროა დამატებით 10 ევროს გადახ
ხშირად დასმული კითხვები
1. სად შემიძლია ვირტუალური მასალების(ვიდეოს და პრეზენტაციის) პოვნა?
კურსის დაწყებამდე კოდირებული შემთხვევის ვიდეო და ტრენინგის დროს ახსნილი სლაიდების PDF ფაილი ხელმისაწვდომი იქნება IGAIN CAMPUS-ზე ასე რომ, მათზე წვდომა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
სანახავად:
გადადით იმ კურსზე, რომელზეც ხართ დარეგისტრირებული.
ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ ღილაკზე„წვდომა“.
მარჯვენა სვეტში აირჩიეთ ოფცია „შინაარსი“.
ვიდეოს ნახვა შესაძლებელია (ის ჩამოსატვირთად ხელმისაწვდომი არ არის).
პრეზენტაციის PDF ფაილის ჩამოტვირთვა შესაძლებელია.
2. კურსის ჩაწერა ხდება?
არა. კურსები არ იწერება და ჩანაწერის გაკეთება მკაცრად აკრძალულია. სესიები ტარდება პირდაპირ ეთერში და თითოეულ სესიაზე
შეფასეისთვის წარმოდგენილია სხვადასხვა შემთხვევა.
3. დასწრება: შემიძლია რამდენიმე ხნით არ ვიყო ტრენინგზე?
მთელი კურსის განმავლობაში მაქსიმუმ 30 წუთიანი
არყოფნაა დაშვებული.
4. ვის შემიძლია დავუკავშირდე კითხვების შემთხვევაში?
თუ თქვენ გაქვთ დამატებით რაიმე შეკითხვა გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ igaincampus@igain.cat-ზე.
+995(599 ) 195067